პოლიტიკა
თვითონ NDI-ის დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ იმ მონაცემებს, რაც პოლიტიკურ ნაწილს ეხება, არ ვენდობი - აკაკი ზოიძე
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ის არ ენდობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს.
„საერთოდ NDI-ის კვლევებს თვალს ყურადღებით ვადევნებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მონაცემები აქვთ, რაც არაპოლიტიკურ თემებს ეხება და ტენდენციის დაჭერა ძალიან საინტერესოა.
თვითონ NDI-ის დიდი პატივისცემა მაქვს, მაგრამ იმ მონაცემებს, რაც პოლიტიკურ ნაწილს ეხება, არ ვენდობი, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში ჩვენთან აღმოჩნდა ისე, რომ არცერთი ორგანიზაციის პოლიტიკური ნაწილი, როდესაც იქ კვლევები ტარდება, არ არის ხოლმე იმ შედეგების ადეკვატური, რაც დგება. ეს ხდება წლიდან წლამდე, ყველა მთავრობის პირობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებზე მოსახლეობის აზრის კვლევას, ამ შემთხვევაში და იმ შედეგებს, აზრი არ აქვს - ეს ერთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვენდობი და არ მაინტერესებს მაგალითად, მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოს მიმართ. დარწმუნებული ვარ, როგორც არის, აბსოლუტურად სწორად არის მოცემული. ის, რომ სამუშაო ადგილებია ნომერი პირველი პრობლემა, სიახლე რომ არ არის, ყველას გვესმის და ეს, როგორც ნომერი პირველი პრობლემა, 1993 წლიდან ნებისმიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში გამოდის“, - განაცხადა ზოიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


