პოლიტიკა
თვითონ კვირიკაშვილმა არ იცის რა ბედი ელის და უფლებას ვაძლევთ პარლამენტის დაუკითხავად შეცვალოს მთავრობა - ირმა ნადირაშვილი
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრს შეუძლია, პარლამენტის დაუკითხავად შეცვალოს მთავრობა, არადემოკრატიულია და ასუსტებს საპარლამენტო კონტროლს.
ნადირაშვილმა დაამატა, რომ მთავრობაზე ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გამო კიდევ უფრო დაბალია ნდობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ.
„შემოთავაზებული რედაქციით პარლამენტი მთავრობას ნდობას უცხადებს და შემდეგ პრემიერ-მინისტრს მთელი პერიოდის განმავლობაში შეუძლია, განახორციელოს ნემბისმიერი ცვლილება ისე, რომ პარლამენტს არ ჰკითხოს.
თქვენ ახსენეთ ტერმინი „დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა”. რამდენად ჯდება ეს დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის ფარგლებში, იმიტომ რომ ყველასთვის ცნობილია, ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა. მთავრობა არის ერთი ადამიანის კერძო საკუთრება, ესაა ბიძინა ივანიშვილი.
თქვენ გინდათ ამ ცვლილებით პრემიერ-მინისტრს ის უხერხულობაც ააცილოთ, როდესაც მთელ მთავრობას შეცვლის, ჩვენ მას კითხვებიც აღარ დავუსვათ და მოსაზრებები არ ვკითხოთ, რატომ ახორციელებს ამ ცვლილებებს.
განსაკუთრებით გაუგებარია მთელი ამ პროცესის გარეთ გატანა, მაშინ, როცა ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრმა თავად არ იცის, რა ვადით დარჩება ამ თანამდებობაზე.
შეგახსენებთ, ღარიბაშვილმა მშვენივრად დაბეჭდა მისალოცი ბარათები შობა-ახალ წელს და ამ დროს თვითონაც არ იცოდა, რომ აღარ იყო პრემიერ-მინისტრი. კვირიკაშვილს რა ბედი ელის, თავადაც არ იცის და ამ ადამიანს უფლებას ვაძლევთ, პარლამენტთან კითხვის გარეშე მთელი მთავრობა ისე შეცვალოს, რომ არავინ არაფერი არ იცოდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სერიოზული დარტყმა დემოკრატიაზე და საპარლამენტო კონტროლის შესუსტება“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


