პოლიტიკა
თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია? ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი - გია ხუხაშვილი ივანიშვილის განცხადებაზე
„ბიძინა ივანიშვილი თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია და ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად?!, - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. ხუხაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს.
„არ ვაპირებ კომენტირებას შეფასებით ნაწილში. ჭორაობაში ვერ შევყვები. რაც შეეხება ჩემს უნიჭობას, ტრაგიკომიკური ის არის, რომ სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა ბიძინა ივანიშვილი, ძალიან საყვარელი და მისი პირადი მეგობარი ვიყავი. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში რომ მოდიან, შემდეგ სხვა პრიზმაში უყურებენ ადამიანებს და აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვყოფილვარ. ჯობია, თავის გარემოცვაში მიმოიხედოს და „ნაციონალებსაც“ და ფულის ამღებებსაც იქ დაინახავს. ჩემკენ არც ერთი და არც მეორე მიმართულებით ხელის გამოშვერა არ არის სწორი საქციელი და მან მშვენივრად იცის. თვითონ ხომ ძალიან ნიჭიერია? ხელისუფლებაში მოსვლამდე რატომ ვერ აღმოაჩინა, რომ უნიჭო ვიყავი და რატომ მივაჩნდი ძალიან საჭიროდ და პირად მეგობრად?!“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტის შეფასებით, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ხუხაშვილმა გადაკვეთა წითელი ხაზი, როდესაც თქვა, რომ ივანიშვილს აღარ მიიჩნევს ლიდერად და ის ცდილობს ძალისმიერად შეინარჩუნოს სისტემა.
„ბუნებრივია, ეს მტკივნეულად მიიღო და გახდა კატალიზატორი ამ რეაქციის. მე,შესაძლოა, გადავკვეთე წითელი ხაზი, თუმცა როდესაც სახელმწიფო ინტერესებზე ვსაუბრობთ, აქ პირადი სენტიმენტები უკანა ხაზზე გადადის. თუ მას ჰქონდა ამოცანა, რომ ჩემთვის გული ეტკინა, შემიძლია დავუდასტურო, რომ მან ამ მიზანს მიაღწია - გული მატკინა ნამდვილად. თუ უნდა, რომ გამაჩუმოს, ეს ილუზია მიშასაც ჰქონდა და ვერ აუხდა, ვერც ივანიშვილის აუხდება. სანამ ჩემი აზრი იქნება საინტერესო, ჩემი მოსაზრებების მოსმენა მოუწევს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მან ჭორაობა უწოდა ივანიშვილის საუბრის ის ნაწილი, რომელიც ლევან გაჩეჩილაძესა და ნინო ბურჯანაძეს ეხება.
„რაღაცაა ჭორაობაა. საერთოდ არ მახსოვს და არ ვიცი, რაზე საუბრობს. რაზე ილაპარაკა საერთოდ, რა შუაშია ან რაში დასჭირდა?!“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რამდენიმე ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გია ხუხაშვილი არის უნიჭო ექსპერტი, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია“.
მისივე შეფასებით, პოლიტოლოგის დღევანდელი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.
„მან ყველგან ყველაფერი მოიარა. ძალიან ცუდად მოიქცა ჩვენთან და დიდი ხანია ჩემთან აღარ მოესვლება. სადაც კი შეიძლებოდა, ყველას მიეკედლა და საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, „ნაციონალებთან“ გაფორმდა. მე არ ვიცი, ხელფასს უხდიან თუ არა, მაგრამ პოზიციას, რასაც ის დღეს იჭერს, ერთი ერთზე „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს. ერთი პერიოდი მაგას ილუზია ჰქონდა, რომ თვითონ მართავდა ყველა პროცესს. ამ დროს მაგის გამონათქვამებს რომ ვიხსენებ, არაფრის ანალიზის უნარი მაგას არ ჰქონია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


