პოლიტიკა
თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის შესახებ პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას „უახლოეს დღეებში გააცნობს - ფიქრია ჩიხრაძე
პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმის თაობაზე. ამის შესახებ მან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით და პრეზიდენტი საზოგადოებას თავის გადაწყვეტილებას გააცნობს. ახალი არ არის თქვენთვის, რომ მთელ ამ პროცესში პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული განწყობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც თვითმმართველობის კუთხით, ისე საარჩევნო კოდექსის მიმართულებით. თავად გადაწყვიტეთ, რა მოლოდინი უნდა შეიქმნათ, იქნება ვეტო თუ არა, ეს არ არის თამაშის თემა. ჩვენ პარტიებს ვეკითხებოდით დეტალურად, არის თუ არა რაიმე პოზიტიური მთელ ამ პროცესში, დაგვისახელეს გარკვეული მუხლები, თუმცა, ძალიან ბევრი იყო ნეგატიური არგუმენტი. ვიმსჯელებთ მათი მონათხრობიდან და შეჯერებულ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი წარმოადგენს“, -განაცხადა ჩიხრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


