პოლიტიკა
თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში განხორციელებული ცვლილებები აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევა და ცესკო-ში საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილება, „რომელიც უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას“, აუარესებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.
დოლიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში განხორციელებულ ცვლილებებზე დადებული ვეტოები დაეხმარება პარლამენტს, გაიაზროს ამ ცვლილებების ნეგატიური ზემოქმედება.
„ჩვენი აზრით, ორივე ცვლილებას ერთი მთავარი ხაზი გასდევს, ეს აუარესებს დემოკრატიის მდგომარეობას ქვეყანაში და წარმოადგენს უკან შემოტრიალებას თავად „ოცნების“ მიღწევებს, რომელიც მან გასულ წელს განახორციელა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიაზროს ის ნეგატიური მნიშვნელობა, რომელიც ამ ცვლილებებს მოაქვს. ვეტოს არსი არის ის, რომ ეს ყველაფერი დასაბუთებით ავუხსნათ პარლამენტის წევრებს და მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ამ ცვლილებებზე“, -განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, ზემოთ აღნიშნული ორი კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მიმართა გიორგი მარგველაშვილს, რომ 26 ივლისს გაიმართოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


