პოლიტიკა
თვითმმართველობის თემა არის ძალიან მტკივნეული,მნიშვნელოვანია რა უნდა ხალხს და არა მინისტრს - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პარლამენტის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კარგი იქნება თუ გამგებელს მერს უწოდებენ. მისივე განცხადებით, მერს და გამგებელს ერთნაირი უფლებამოსილებები აქვთ, თუმცა ერთი ქალაქის, მეორე კი, სათემო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელია. ირმა ინაშვილი კი მიიჩნევს, რომ ჯობია, მმართველმა გუნდმა საკითხზე შეხვედრები მოსახლოებასთან გამართოს და მათი აზრი მოისმინოს.
ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რა უნდა ხალხს, და არა ცალკეულ მინისტრს.
„ხელისუფლება არ უნდა მოწყდეს ხალხს. თვითმმართველობის თემა არის ძალიან მტკივნეული და აქტუალური ყველა თვითმმართველი ქალაქისთვის. ამიტომ, მე კონკრეტულად, ამ თემაზე შეხვედრებს დავგეგმავდი მოსახლეობასთან, რომ ამ ქალაქების მოსახლეობას შევხვდე და მათი აზრი გავიგო და შემდგომ ცვლილებები ავსახო. თორემ, ეკონომიკის თუ ფინანსთა მინისტრს გამგებელი უნდა თუ მერი - ეს ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და აქტუალური. ხალხს რა უნდა - ეს არის მთავარი“,-აღნიშნა ინაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


