პოლიტიკა
თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტისგან არგუმენტები ძნელად წარმომიდგენია - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის შესახებ კანონში ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი.
კობახიძის განცხადებით, მან არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი მარგველაშვილი ვეტოსთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პრეზიდენტისგან ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე სამართლებრივი არგუმენტები ძნელად წარმოუდგენია.
"თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე შემიძლია ვთქვა საარჩევნო ადმინისტრაციის დაფინანსების წესთან დაკავშირებით. იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. ჩვენ შევეცადეთ, რომ ადმინისტრაციის ფორმირების წესი შესაბამისობაში მოგვეყვანა სამართლებრივ პრინციპებთან. ამისათვის ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი, სადაც დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის. ამიტომ სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პოზიციას განსაზღვრულ ვადებში, 21 ივლისამდე დააფიქსირებს.
თავსი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კანონებთან დაკავშირებით, პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვენ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


