პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ტაქტიკა გვაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები როგორ ისტერიას მოაწყობენ - ანა ბუჩუკური
ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის, დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა თვითმმართველობის არჩევებზე საუბრისას განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, იმედოვნებს „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.
„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. „ლელოს“ რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენი რჩევა იქნება, „ლელოს“ ვურჩევ, რაციონალურად მიიღოს გადაწყვეტილება და არა ემოციურად. დანარჩენების პოზიციას რაც შეეხება, რაღაც ლანძღვა რომ არის გაჩაღებული, კრიტიკას ვერ დავარქმევ, ლანძღვაა დაწყებული, არცერთ ლანძღვაში, ისტერიაში არც წარსულში მიგვიღია მონაწილეობა, არც დღეს ვაპირებთ და არც მომავალში. შეუძლიათ, გააგრძელონ, ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არა თავდასხმის მიზნებისთვის, არამედ ობიექტური კითხვა დავსვით იმ პოლიტიკური პარტიების მისამართით, რომლებიც უპირობოდ უცხადებენ არჩევნებს ბოიკოტს. ვკითხეთ მარტივი რამ – კი ბატონო, ბოიკოტის გამოცხადება თქვენი უფლება, თქვენი ნებაა, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს რას სთავაზობთ, რას ეუბნებით, რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ? ბოიკოტი თავისი შინაარსით ქმედება კი არ არის, უმოქმედობაა, ქმედებისგან თავის შეკავება, ანუ უმოქმედობა. ის პარტიები, რომლებიც საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, არაფრის გაკეთებას ვაპირებ ან ბოიკოტს ვაპირებო, ანუ უმოქმედობაა ჩემი გეგმაო, აქ სვამენ წერტილს? ამის შემდეგ რას აკეთებენ? ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას და სხვა პარტიების, ზოგადად, სხვა ავტორების აზრის მიხედვით, ჩვენ არ ვირჩევთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტაქტიკა, სტრატეგია და ამ სტრატეგიას მივყვებით. ერთადერთი, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ვართ, ჩვენი ამომრჩეველია. სხვა პარტიები რას იტყვიან, როგორ ისტერიას მოაწყობენ, მათ შორის, დადგმულს, გაწერილს პერფორმანსებით, ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთმა სახე დაკარგა, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ამას ჩვენზე გავლენა ვერ ექნება. იმედია, „ლელოს“ შემთხვევაშიც რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის თანმიმდევრულობა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან იყო თანმიმდევრული“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


