უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 მარტი, 2025 13:49
font-size

თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ რაიონსა და ქალაქში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს - კახა კალაძე

„ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება, რადგან ხალხმა დაინახა, ჩვენმა პოლიტიკამ ქვეყანას რამხელა უბედურება აარიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემაზე საუბრისას განაცხადა.

„მმართველ გუნდს საარჩევნო სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს. თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა. საზოგადოებამ დღეს კიდევ უფრო ცხადად დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკა და თუ რამხელა უბედურება აარიდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ქვეყანას. ის, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა. ყველას გვახსოვს რადიკალური ოპოზიციის მხრიდან როგორი მოწოდებები კეთდებოდა მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ეს შეცდომა დაგვეშვა, რამდენად მძიმე იქნებოდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციას და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, კახა კალაძის თქმით, მათ წარმატების არანაირი შანსი არ აქვთ.

„ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, მათ წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ. ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დავალებებს გარედან იღებს, ემსახურება უცხოურ ძალებს, ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს. რა თქმა უნდა, ასეთ მოღალატეობრივ, უსამშობლო დაჯგუფებას საზოგადოება ყოველთვის გასცემს შესაბამის პასუხს. ცხადია, რომ მათ არ აქვთ სურვილი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამიტომაც აკეთებენ ამ ტიპის განცხადებებს. ამას აქვს ერთი ახსნა – იციან, რომ დამარცხდებიან. არსად, არცერთ რაიონსა და ქალაქში მათ არანაირი შანსი არ აქვთ, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თვითმმართველობის არჩევნებში დააყენებს თუ არა ისევ საკუთარ კანდიდატურას, კახა კალაძემ აღნიშნა: „ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი