პოლიტიკა
თვითმფრინავები გადავსებულია, რომლებიც საქართველოში მოფრინავენ - მაროშ შევჩოვიჩი
საქართველოში ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ იმოგზაურონ, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკული კავშირის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩმა ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში.
„გუშინ ძველ ქალაქში გავისეირნეთ. შეგიძლიათ იხილოთ, რომ ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. თვითმფრინავები გადავსებულია, რომლებიც საქართველოში მოფრინავენ და პირიქით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ იმოგზაურონ“, - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.
მაროშ შევჩოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა მიულოცა.
მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველომ სერიოზული პროგრესი ყველა სფეროში - ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სავაჭრო, საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკაში მიაღწია.
„მე სლოვაკეთის ელჩი ვიყავი ევროკავშირში. მესმის რამდენად რთულია უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაკმაყოფილება, შენგენის ზონაში გაწევრიანება. მოთხოვნებია ძალიან მაღალი დონის, ასევე ვიწროტექნიკური ხასიათისა და სერიოზული ძალისხმევაა ჩასადები ამ მიზნების მისაღწევად.
მე ვულოცავ ქართველ კოლეგებს. უვიზო რეჟიმი აღნიშნავს ახალ მიმართულებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული პროგრესი მიღწეულია ყველა სფეროში - ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სავაჭრო, საგარეო, უსაფრთხოების პოლიტიკაში, მას შემდეგ, რაც ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდა“, - განაცხადა მაროშ შევჩოვიჩმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


