უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 თებერვალი, 2017 15:50
font-size

თვალსა და ხელს შუა უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას - პაატა სალია

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადკოკატი, პაატა სალია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,მეორე წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს წილებთან დაკავშირებით. მეორე წელია უშედეგოდ ვცდილობთ გავარღვიოთ მაინკიერი წრე და შევცვალოთ ის ორუელისეული მოცემულობა, როდესაც მოძალადეს - მსხვერპლი, ექსპროპრიატორს - მოწყალე, ხოლო ცილისმწამებელსა და დეზინფორმატორს - თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი ჰქვია.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოთმინებით, მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით ვცდილობთ ჩვენი სიმართლის დამტკცებას, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლამ, შანტაჟმა და, როგორც უკანასკნელი მოვლენებიდან ირკვევა, მოსყიდვის მცდელობებმა არნახული მასშტაბები შეიძინა და წართმეულის შესანარჩუნებლად ყველა ხერხის გამოყენება მისაღები გახდა.

მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საქმე სამართლებრივი თვალსაზრისით არ არის რთული კატეგორიის და აღნიშნულის დადასტურებას პერიოდულად არც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე ერიდებოდა. მაშინ, როდესაც ორი ინსტანციის სასამართლოში დამაჯერებელ წარმატებას მივაღწიეთ, სრული მოლოდინი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაუშვებლად ცნობდა საკაცასიო საჩივრებს და ქიბარ ხალვაშის დარღვეული უფლებები აღდგებოდა, მაგრამ სამმა მოსამართლემ არ მიიღო საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება და იგი განსახილველად დიდ პალატას გადასცა.

იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე უსაფუძვლოდ გვდებდა ბრალს, თითქოს სასამართლოსთან უკანონო კომუნიკაციაში ვიმყოფებოდით, ყველამ თვალსაჩინოდ ვნახეთ, რომ ნიკა გვარამია, რომელიც პროცესის მონაწილე მხარეს წარმოადგენს, თავად იყო პირდაპირ კომუნიკაციაში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მას რუსთავი 2-ის საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების ლობირებასა და პოლიტიკური პროვოკაციების განხორციელებას თხოვდა.

ნამდვილად არ ვიცი, ანგარებით არის ნაკარნახევი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ეს უკიდურესად საეჭვო გადაწყვეტილება თუ მათზე განხორციელებილი ფსიქოლოგიური ტერორის შედეგია. მეტსაც გეტყვით - გვარამია-ახვლედიანის ეპიზოდისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის მოტივაციის დადგენა არ მჭირდება, რადგან მთავარი მტკიცებულება ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკუთრივ ის 140-გვერდიანი, ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტაციით დახუნძლული განჩინებაა, რომელიც საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მაგივრად შემოგვთავაზა სასამართლომ და რომლის სულისკვეთება აპრიორი გამორიცხავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის კარნახით მიიღო სასამართლო კოლეგიამ.

აი, ასე - თვალსა და ხელს შუა, უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას. სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად. სასამართლომ არ უნდა დაუშვას უკანონობის დაკანონება ქვეყანაში.’’ -ნათქვამია გამცხადებაში.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი