პოლიტიკა
თვალი უნდა მივადევნოთ და ვნახოთ, თუ როგორ გამოიყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას - კორი ველტი
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის რუსეთის და ევრაზიის საკთხების მკვლევარის კორი ველტის განცხადებით, თვალი უნდა მივადევნოთ და ვნახოთ თუ როგორ გამოიყენებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას.
ამის შესახებ ველტმა ამერიკის ხმის ქარღულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა საქართველოში მმართველობის მთლიანად ერთი ჯგუფის ხელში მოქცევის რისკის წინ დგას.
„არჩევნების შედეგი იქნება მთავრობა, რომელსაც პარლამენტში სამი-მეოთხედი ჰყავს, ოპოზიციური პარტია მცირე შემადგენლობითაა წარმოდგენილი. არსებობს რისკი იმისა, რომ ჩვენ ვნახავთ იმის განმეორებას, რაც საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხდებოდა - ეს არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ მმართველობის ძალის კონსოლიდაცია, ხელში ჩაგდება. საქართველოს ბოლო ორი მმართველობისას ვნახეთ თუ რა ხდება მაშინ, როცა მმართველობა მთლიანად ერთი გუნდის ხელშია,“- განაცხადა უელტმა.
მისი თქმით, ხაზგასასმელია როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მისი მოსახლეობის თანმიმდევრული სწრაფვა დასავლეთისკენ.
„აზრის კვლევები უჩვენებს, რომ მოსახლეობის განწყობა თანმიმდევრული რჩება ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მონაცემები ოდნავ იცვლება, მაგრამ უმეტესად 72% მხარს უჭერს საქართველოს ევროპის კავშირში წევრობას, 64 % კი ნატოს წევრობას, ეს იმის მიუხედავად, რომ სირთულეებიც ახლავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას,“- აღნიშნა მკვლევარმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


