სამართალი
თურქეთში საქართველოს მოქალაქეები ძარცვის ბრალდებით დააკავეს
თურქეთის ქალაქ ანტალიაში 5-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ბრალად მანქანებისა და სახლების ძარცვა ედება.
დაკავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, მათ შორის ერთ-ერთი ქალია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინა.
დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ოქროულობა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერებია ამოღებული.
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმირებულია.
„ველოდებით დამატებითი ინფორმაციას, რომლის მიღების შემდეგ დაკავებულებს საელჩოს მხრიდან დახმარებას შევთავაზებთ. დავეხმარებით ადვოკატის აყვანაში, ხოლო თუ არ ისურვებენ დახმარებას, დაენიშნებათ სახაზინო ადვოკატი“, - აცხადებენ საელჩოში.
მონიკა დავლიანიძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


