საზოგადოება
თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
თურქეთში, ანტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 61 წლის ქალის ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მოკლულია და ის სავარაუდოდ თოკით დაახრჩვეს.
„გავრცელებული ინფორმაციით, 15 ივნისს ანტალიაში, მეზობლების ჩივილის საფუძველზე, სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა 61 წლის გარდაცვლილი ქალბატონი, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქე. ოფიციალური მიზეზი და გარემოება, როგორ მოხდა მისი გარდაცვალება ჯერჯერობით ცნობილი არ არის და კომპეტენტური ორგანოებიდან ოფიციალური შეტყობინებაც კი არ მიგვიღია, ვინაიდან შაბათ-კვირა იყო. რაც მთავარია, ოჯახი ინფორმირებულია ამ ამბის შესახებ. საკონსულო კონტაქტზეა და დაწყებული არის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები“, – განაცხადა თურქეთში საქართველოს კონსულმა, კოტე კოტარიამ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


