სამართალი
თურქეთში სამართლიანობა რა არსებობს და ვთხოვ ქართულ მხარეს, არ გადამცეთ თურქეთს - მუსტაფა ემრე ჩაბუკი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრი ჩაბუკს, წინასწარი 3-თვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა.
თურქეთი მუსტაფა ემრი ჩაბუკს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებს.
მუსტაფა ემრე ჩაბუკმა სასამართლოს მიმართა, რომ ის თურქულ მხარეს არ გადასცენ.
როგორც ჩაბუკმა აღნიშნა, თურქეთში დღეს სამართლიანობა არ არსებობს.
„ყველაზე მეტად ჩემზე იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობაში მადანაშაულებენ. არც საქართველოში და არც თურქეთში ნასამართლევი არ ვარ. ჩემს ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ახლა, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და ვთხოვ ქართულ მხარეს, არ გადასცეს ჩემი თავი თურქეთს. არანაირი შეტყობინება არ ჩამბარებია, რომ მივსულიყავი საგამოძიებო უწყებაში“,-განაცხადა მუსტაფა ჩაბუკმა.
დემირელის სკოლის მენეჯრი, გუშინ დილით საკუთარ სახლში, თურქული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს.
მუსტაფა ემრე ჩაბუკი, საქართველოში უკვე 15 წელია ცხოვრობს და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
მონიკია დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


