უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 თებერვალი, 2018 13:45
font-size

თურქეთის მოთხოვნას ჩაბუქის ექსტრადირების შესახებ არა სამართლებრივი, არამედ - პოლიტიკური მოტივი უდევს - საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები წარუდგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პროკურატურამ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

საიას მიერ მიწოდებულ მოსაზრებებში ნათქვამია იმ საფუძვლებზე, რომლებიც გამორიცხავს პირის ექსტრადაციას სხვა ქვეყანაში, კერძოდ, თურქეთში.

„სასამართლო მეგობრის მოსაზრებებში საია მიმოიხილავს საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოსთვის შესასრულებლად სავალდებულო საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, რა სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინებით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას. კერძოდ, განხილულია ყველა ის საფუძველი, რა შემთხვევაშიც ქვეყანას (სასამართლოს) არ შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის ექსტრადირების თაობაზე. დეტალურადაა განხილული, რა ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები უნდა შეისწავლოს სასამართლომ საიმისოდ, რომ დაადგინოს, ან გამორიცხოს აღნიშნული საფუძვლების არსებობა კონკრეტულ საქმეში. ასევე მიმოხილულია თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული საგანგაშო ვითარება, რაც, ზემოაღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით, აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს და გაითვალისწინოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საიას მტკიცებით, ჩაბუქის ექსტრადაცია დაუშვებელია, რადგან:

- საქმეში არსებული გარემოებები ამყარებს იმ ვარაუდს, რომ თურქეთის მხრიდან დაყენებულ მოთხოვნას ექსტრადირების თაობაზე საფუძვლად უდევს არა სამართლებრივი, არამედ - პოლიტიკური მოტივი;

- არსებობს სერიოზული და აშკარა საფუძველი იმის სარწმუნებლად, რომ ჩაბუქს თურქეთისათვის გადაცემის შემთხვევაში ემუქრება რეალური საშიშროება, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ან/და ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით;

- თურქეთში ადამიანის უფლებათა საგანგაშო მდგომარეობისა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის ფონზე, დიპლომატიური გარანტიები წარმოადგენს მხოლოდ დაპირებას, რომელიც არაეფექტურია ადამიანის წამების რისკების თავიდან ასარიდებლად.

თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს თურქეთის მხარის მოთხოვნით, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში იყო ჩართული. დაკავებულსა და მის ოჯახს საქართველოს დევნილთა სამინისტრომ ლტოლვილთა სტატუსსზე უარი უთხრა.

დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი