უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2018 15:55
font-size

თურქეთი იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თურქულ ციხეში წამება არ დაემუქრება - სოზარ სუბარი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა.

სოზარ სუბარმა გაამახვილა ყურადღება ჩაბუქის ადვოკატის განცხადებებზე, რომლის თანახმად, თურქეთის ციხეებში მძიმე ვითარებაა ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით და იქ გადაყვანის შემთხვევაში დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მტკიცებით, თურქეთმა, როგორც საქართველოს მოკავშირე სახელმწიფომ, გარანტია მისცა თბილისს, რომ თურქულ ციხეში ჩაბუქს წამება არ დაემუქრება.

„ყველა საერთაშორისო ანგარიში თურქეთში 2016 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ამბობდა, რომ თურქეთის ციხეებში იყო ძალიან სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევები და მათ შორის წამების ფაქტებიც. 2016 წლის ბოლოს ეს ანგარიშები შეიცვალა და ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც არის გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ინგლისის სახელმწიფო ანგარიში, ამბობდნენ, რომ 2016 წლის ბოლოდან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამ მხრივ ის საგანგაშო ვითარება აღარ არის. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები - Human Rights Watch, Amnesty International გაცილებით უფრო კრიტიკულები არიან, ვიდრე სახელმწიფო ორგანიზაციები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ ვენდოთ თუნდაც წამების საკითხებში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს. როდესაც თურქეთის სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ თუ მოხდება ჩაბუქის ექსტრადირება, მოთავსდება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას არ დაემუქრება წამება, ასევე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს ექნებათ მისი ნახვის საშუალება, ეს ჩვენთვის არის მყარი გარანტია. შესაძლოა, გარკვეული პრობლემები არსებობდეს თურქეთის ციხეში, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით არის გარანტია, რომ ეს პრობლემები არ იარსებებს. ეს გარანტია არის ძალიან სერიოზული და ყურადსაღები ჩვენთვის“,- განაცხადა სუბარმა.

სუბარის თქმით, ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმა არ გულისხმობს ჩაბუქისა და მისი ოჯახის ექსტრადირებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსტრადირების საკითხზე მსჯელობა დაიწყება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით განხილვების დასრულების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება. თურქეთი მის ექსტრადირებას მოითხოვს. დემირელის კოლეჯის ყოფილ მენეჯერს წინსაექსტრადაციო პატიმრობის დრო საქართველოს საპატიმროში 24 თებერვალს უმთავრდება.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი