პოლიტიკა
თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების - სალომე ზურაბიშვილი
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მის წინააღმდეგ დიდი ხანია სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებენ.
როგორც მან ურეკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სწორედ მედიის მხრიდან პროპაგანდის მიზეზია ის, რომ მასზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.
ზურაბიშვილის თქმით, მის რელიგიურ მრწამსზე თუ საგარეო პოლიტიკურ კურსზე მასმედიის წარმომადგენლები ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.
"პრაქტიკულად ყველა კუთხით მოდის ეს შეტევები, ბოლო ის არის რომ თურმე არ ვყოფილვარ მართლმადიდებელი და მომხრე ვარ ერთსქესიანთა ქორწინების. აზრი პრაქტიკულად არ აქვს, რომ დაიწყო თავდაცვითი საქმე.
კიდევ ერთი შემაშფოთებელი დისკრედიტაცია არის, რომელიც ვრცელდება საზღვარგარეთ. იქაურ საზოგადოებაში გაავრცელეს. რომ მე ვარ პრორუსული, რომ ორი ძალა არის ქვეყანაში, ერთი იცავს მშობლიურ პატრიოტულ ღირებულებებს, მეორე - რუსულ იდეოლოგიას. იქ როცა ჩვენ საყრდენს იდეოლოგიურად უტევენ, ამან შეიძლება ძალიან მძიმე გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნის სახელზე,"-ამბობს ზურაბიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


