პოლიტიკა
თუკი პრეზიდენტი ე.წ. ფარული მოსმენების კანონს ვეტოს დაადებს, მის შენიშვნებს გადავხედავთ - გიორგი კახიანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, თუკი პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ე.წ. ფარული მოსმენების კანონს, უმრავლეოსობა მის შენიშვნებს გადახედავს.
„გამიჭირდება იმის თქმა, პრეზიდენტი ისარგებლებს თუ არა ვეტოს უფლებით, ეს მისი პრეროგატივაა. თუკი ის გადაწყვეტს, რომ ამ კანონპროექტს ვეტო დაადოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ბუნებრივია, გავეცნობით პრეზიდენტის შენიშვნებს და თუ გასათვალისწინებელი იქნება, გავითვალისწინებთ“, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
როგორც გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების საკითხი მხოლოდ ე.წ. ფარული მოსმენების კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინიცირებული პროექტის მესამე მოსმენა რიგგარეშე სესიაზე პირველ მარტს გაიმართება, სადაც კანონპროექტის ტექნიკური საკითხები შესწორდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


