პოლიტიკა
თუკი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოვლინდება გადაცდომა რომელიმე პირის მხრიდან, მას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არაა ჩვენი ხელწერა - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ.
„თუ სადმე არსებობს კითხვები, ესაა გამოძიების საქმე, ესაა შესაბამისი უწყებების საქმე და ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ არანაირი ინტერესი, სუბიექტური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვაქვს. უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები.
თუკი სადმე არის გადაცდომა კონკრეტული პიროვნებების მხრიდან, ბუნებრივია, ამას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არაა ჩვენი ხელწერა. თქვენ იცით, ვისი ხელწერა იყო ეს თავის დროს, იმ ძალების, რომლებიც, სხვათა შორის, ცდილობენ ამ საქმის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის.
ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა , რომლისთვისაც პრინციპია მედიაპლურალიზმი, რომლისთვის არის პრინციპი, რომ კანონი უნდა იყოს ბოლომდე დაცული. აქედან გამომდინარე, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ არასწორად იმოქმედა, უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


