პოლიტიკა
თუკი დევნილები შემოვლენ ქვეყანაში, ქართველი ერის მდგომარეობა უფრო დამძიმდება- თამარ ჩიბურდანძე
დემოგრაფიული აღორძინების ფონდის ხელმძღვანელის თამარ ჩიბურდანიძის განცხადებითთ თუკი საქართველოში დევნილები შემოვლენ, ქართველი ერის მდგომარეობა უფრო დამძიმდება.
ამის შესახებ ჩიბურდანიძემ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიანი კურცის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. მისი აზრით, ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.
ჩიბურდანიძე აღნიშნავს,რომ იმ ფონზე, როცა ქვეყანას საკუთარი დევნილები ჰყავს, სხვა ქვეყნის დევნილების მიღება დაუშვებელია.
„ქართული ეთნოსი ადვილად ასიმილირდება სხვა ეთნოსთან, ამიტომ დევნილების მიღება - ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არც მინდა, რომ დავიჯერო, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის ქართულ გენოფონდს, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში გვყავს საკუთარი დევნილები, ასევე, ეკომიგრანტები. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სხვა ქვეყნის დევნილები“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


