საზოგადოება
თუკი 39 პაციენტი იყო გუშინდელი მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის 44 პაციენტინ - დავით სერგეენკო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ, დავით სერგეენკოს განცხადებით, H1N1 შტამის ვირუსის შემთხვევები შემცირებულია.
სერგეენკოს ინფორმციით, H1N1 შტამით გარდაცვალების 13 ფაქტია დადასტურებული, რაც მისი თქმით, დაგვიანებული მკურნალობის, თანამდევი დაავადებებისა და გართულებების შედეგია.
სერგეენკოს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში შემცირდა გამოძახების შემთხვევებიც და ქვეყანაში არ არსებობს ანტივირუსული პრეპარატებისა და პირბადეების დეფიციტი. მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად რეანიმაციაში 44 პაციენტი მკურნალობს.
„დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისკენ, რაც ცალსახად პოზიტიურია. თუმცა ის, სადაც განვითარდა გრიპი, დაავადება მიმდინარეობს მძიმედ. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 616-დან 845-მდე და თუკი 39 პაციენტი იყო გუშინდელი მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის 44 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება არის სერიოზული, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


