პოლიტიკა
თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ძალიან ცდება - ნოდარ ხადური
ფინანსთა ყოფილი მინისტრი და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური ტელეკომპანია "იბერიას" სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით მზად არის კითხვებს უპასუხოს, თუმცა ამბობს, რომ ლონდონში გასამგზავრებლად ფინანსური რესურსი არ აქვს.
როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არცერთ გარიგებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც სხვისთვის მიუცია უფლება, რომ მისი სახელით ესაუბრა.
“„იბერიას” საქმესთან დაკავშირებით ჩემი სახელი და გვარი არ ფიგურირებს, ისევე როგორც ჩემი გვარი და სახელი არ ფიგურირებს არცერთ სხვა საქმეში, მათ შორის არც ომეგა ჯგუფთან.
არ ვიცი, რაზე საუბრობდა ორი ადამიანი. ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი თემებზე საუბრობენ, იმიტომ რომ ნოდარ ხადურს არავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია.
არავისთვის მიუცია რწმუნება რომ მისი მისი სახელით ესაუბრა ბიზნეს სუბიექტებთან. ნოდარ ხადურს ეგრე არ უცხოვრია და არც უმუშავია.
ხადურის ფინანსთა მინისტრად მუშაობისას მთავარი მიღწევა იყო რომ საგადასახადო და საბაჟო სამსახური, ისევ როგორც საგამოძიებო სამსახური, გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან. ეს არის ნოდარ ხადურის გაკეთებულის საქმე.
ჯერ მიკვირს, რატომ ლონდონის სასამართლო? იმიტომ რომ არ ვარ დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და არც ისინი არიან.
ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა, არცერთ კითხვაზე პასუხს არ გავურბივარ და გავცემ, მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მე შემიძლია ჩემი რესურსებით ჩავიდე ლონდონში, ვიქირავო თარჯიმანი და ადვოკატი, ძალიან ცდება.
მე კითხვებს არ გავურბივარ, მაგრამ არც არანაირი პასუხი არ მაქვს ამ კითხვებზე, იმიტომ, რომ არ ვიცი, რაზე საუბრობდა ორი ადამიანი. “-აცხადებს ხადური.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


