უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 ოქტომბერი, 2018 13:55
font-size

თუ ვერ ერკვევა ამ საკითხში და ამ მკვლელობის საქმეში, საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი - ზაზა სარალიძე

თუ ვერ ერკვევა ამ საკითხში და ამ მკვლელობის საქმეში, საერთოდ არ უნდა გაეკეთებინა კომენტარი და აერიდებინა თავი, ის ჯობდა ყველაფერს, - ასე ეხმიანება ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოზარდების მკვლელობის შედარება სანდრო გირგვლიანის საქმესთან არ შეიძლება და ხელისუფლებას ბრალი არ მიუძღვის.

სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების ხელის დაფარებაში სახელმწიფო პირდაპირ არის ჩართული.

„მეორე რაც შეეხება, პარალელების გავლებას და უზნეო საქციელად რომ მოიხსენია. სამწუხაროდ, მე გირგვლიანის საქმეს არ ვიცნობ კარგად, მაგრამ ჩემი შვილის საქმეზე ასეთი რაღაცები არ უნდა ელაპარაკა. იქიდან გამომდინარე, როდესაც ხალხს პირდაპირ ატყუებს და თავისი თანაგუნდელების აზრები გადმოაფრქვია. მე ვიბრძვი იმ მკვლელების დასასჯელად, რომლებიც გარეთ დადიან და არა იმისთვის, რომ სასამართლომ რამდენი წელი მოუმატოს იმ პირებს და რამდენი დააკლოს. თავიდან იყო ბატონი სუბელიანი ამ საქმეში ჩართული, ვის გამოც გაყალბდა და ვისი დაკვეთითაც გაყალბდა ეს საქმე თავიდან ბოლომდე. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის მოცემულობა, რომ სახელმწიფო თავად ჩაერთო ამ გამყალბებლების გაპრავებასა და მკვლელების ხელის დაფარებაში. შოთაძემ პირდაპირ აღიარა თავისი დანაშაული თავისი გადადგომით,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი