პოლიტიკა
თუ ცენტრალური საარჩევნო შტაბი დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, ვაშაძე შეიძლება მინუსებშიც წავიდეს - ზაქარია ქუცნაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძის მხადამჭერთა შორის არიან როგორც „ძველი ნაციონალები“, ასევე „იდეური ხალხი, რომელთა განეიტრალებაც შესაძლებელია“. ამის შესახებ დეპუტატმა IPN-ს განუცხადა.
„საარჩევნო კამპანია არის შეჯიბრი და ამ პროცესში უამრავი ხერხი არსებობს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მეორე ტურში შედეგების გასაუმჯობესებლად. გამორიცხულია, რომ რომელიმე მხარემ რაიმე ხერხით არჩევნების ფალსიფიცირება შეძლოს, მაგრამ არსებობს უამრავი ტექნოლოგია და საშუალება, რომელთა ერთობლიობით შესაძლებელია მეორე ტურში ბევრად უკეთესი შედეგის დადება. არსებობს ძალიან მარტივი ტექნოლოგია - საჭიროა, განეიტრალდეს დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარი და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის პროცენტი იგივე დარჩება. თუკი ცენტრალური საარჩევნო შტაბი გამოიყენებს იმ საარჩევნო და პიარტექნოლოგიას, რითაც დავით ბაქრაძის მხარდამჭერთა ნახევარს მაინც გაანეიტრალებს, ვაშაძე შეიძლება მინუსებშიც წავიდეს. მე ცენტრალურ შტაბს ვურჩევდი ბაქრაძის მხადამჭერების ნაწილის განეიტრალების ტექნოლოგია გამოიყენონ“, - თქვა ქუცნაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


