პოლიტიკა
თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებით, მზად ვართ პრაიმერის მექანიზმით, თქვენთან ერთად გამოვარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი - გიორგი ვაშაძე დანარჩენ ოპოზიციას
გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვაშაძემ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად პრაიმერების ჩატარება შესთავაზა.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებას უკვე ჰყავს თავისი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძის სახით, ის მაინც მზადაა ალტერნატიული შემოთავაზებებისთვის.
„გუშინდელმა კვლევებმა [საუბარია NDI-ის კვლევის შედეგებზე] კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მოსახლეობის 62% მხარს უჭერს ოპოზიციის გაერთიანებას და მხარს უჭერს ერთიან ოპოზიციურ კანდიდატს. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ფართო ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“, სადაც უკვე შედის 11 სუბიექტი.
დღეს მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს: მოდით, დავდგეთ ყველა ერთად და დავიწყოთ ხელისუფლების ცვლილების პროცესი. ხალხს ყელში ამოუვიდა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. თუ თქვენ მართლა გსურთ, რომ ოქტომბერში არჩევნებში გავიმარჯვოთ, შეგვიძლია, გავერთიანდეთ და აქვე გთავაზობთ: თუ თქვენ გაქვთ განსხვავებული მოსაზრება საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში, მზად ვართ პრაიმერის მექანიზმით, თქვენთან ერთად გამოვარჩიოთ საუკეთესო კანდიდატი.
ჩვენ, 11 სუბიექტს გვყავს ჩვენი კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. ახლა ვთავაზობთ სხვებს, რომ თუ მათი აზრით, სხვა კანდიდატი უკეთესი იქნება, კი, ბატონო, დავაყენოთ პრაიმერზე ეს კანდიდატები. გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. კარი ღიაა, ჩვენი წინადადება გახსნილია, მზად ვართ, ნებისმიერ თემაზე დისკუსიისთვის და დავდგეთ ერთად“, - განაცხადა ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


