პოლიტიკა
თუ თბილისის მერიასთან შედგა შეთახნმება ხელფასების 2019 წლის 1-ელი იანვრიდან გაზრდის შესახებ, მეტრო ხვალ დილიდან ამუშავდება - ზაზა ბარბაქაძე
მეტროს მემანქანეთა განცხადებით, თუ მათსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდება შეთახნმება, რომლის თანახმად, მემანქანეებს 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ, ისინი მზად არიან, მუშაობა ხვალიდანვე განაახლონ.
„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ.
გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო. თუმცა ხალხი ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვს. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო ხვალ დილიდან აუცილებლად ამუშავდება. თუმცა არა მგონია, 06:00 საათიდან, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება სჭირდებათ”, – განუცხადა ჟურნალისტებს მეტროს ერთ-ერთმა გაფიცულმა მემანქანემ ზაზა ბარბაქაძემ.
მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგა, მეტროს მუშაობა ხვალ დილით 08:00 საათიდან განახლდება.
„ამის თაობაზე ყველა მემანქანე არ არის ინფორმირებული, რადგან ზოგი ამ წუთში აქ არის, ზოგი მანქანაში ზის. როცა შეთანხმება შედგება, ყველა იქნება ინფორმირებული”, – აღნიშნა ბარბაქაძემ.
მეტროს მემანქანეები მესამე დღეა, გაფიცულები არიან. ამის გამო ორშაბათიდან პარალიზებულია მეტრო.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


