პოლიტიკა
თუ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური დარჩება, სადავეებს დათა ახალაიას გუნდი ჩაიბარებს - ოთარ კახიძე
ნაციონალური მოძღაობის წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, თუ პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარეს აღარ აირჩევენ და პოსტი ვაკანტური დარჩება, პარტიაში სადავეებს დათა ახალაის გარემოცვა ჩაიბარებს.
ამის შესახებ კახიძემ Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, რომლის ტექტსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ.
„მიშას მხარდამჭერებად იდენტიფიცირებული ჯგუფები ფეისბუქზე სვამენ საკითხს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის მომავალთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ერთ მხარეს არის ბაქრაძე-ბოკერიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და ენმ დეპუტაციის დიდი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეს დათა ახალაიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და რამდენიმე დეპუტატი. ამგვარ პოზიციონირებას ამყარებს დათა ახალაიას ადვოკატის - ირაკლი ზაქარეიშვილის ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია იმის შესახებ, რომ მე და ჩემი კოლეგა დეპუტატები ვართ "ცუციკები", "ეფესბეს აგენტები" და "ივანიშვილთან შეკრული" ხალხი. საგულისხმოა, რომ მის ბრალდებებს არ გაემიჯნა პოლიტსაბჭოს ნაწილი, როცა ამაზე განცხადება იქნა მიღებული. თან იგივე ჯგუფი ერთი-ერთში იმეორებს ასავალ-დასავალის სტილის ბრალდებებს ენმ-ს ლიდერების მიმართ - კორუფციაზე, 7 ნოემბერზე, მოლაშვილსა და ა.შ. იგივე სურათია ენმ-ს სამეგრელოს დეპუტაციაზე (გუნავა, ქებურია, დამენია) თავდასხმების კუთხით, იქაც დათა ახალაიას ჯგუფი აქტიურობს. მიშა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ვერ გახდება, რადგან კანონი ამას კრძალავს. შესაბამისად, ყრილობაზე დათა ახალაიას გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ჩაიბარებენ პარტიის მართვის სადავეებს, ხოლო თავმჯდომარის პოსტი დარჩება ვაკანტური. "საინტერესო" პერსპექტივაა პარტიის განვითარების თვალსაზრისით“,- დაწერა კახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


