პოლიტიკა
თუ სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები დაგროვდება, პირველები გამოვიძახებთ პარლამენტში - სოფო კილაძე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძრვანელთან, ვახტანგ გომელაურთან კითხვები დაგროვდება, უმრავლესობა მას პარლამენტში გამოიძახებს.
კილაძემ აღნიშნა, რომ ამის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ხედავს.
„ჩემთვის, როგორც უფლებადამცველისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა სპეცსამსახურების ძალიან ეფექტიანი მუშაობის შედეგად. თავიდან ავიცილეთ უდიდესი საშიშროება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვის. კითხვებს რაც შეეხება, საქმიდან გამომდინარე, მაღალი საჯარო ინტერესია, ყველას აინტერესებს, ჩატარდა თუ არა სამართლებრივად სწორად სპეცოპერაცია, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. უდიდესი და პრინციპული მნიშვნელობისაა, ჩვენ დაველოდოთ, კონკრეტულად რა მტკიცებულებებია წარმოდგენილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვეძლება თქმა, იყო თუ არა სამართლებლივად სწორი ეს კონკრეტული სპეცოპერაცია. რაც შეეხება ოპოზიციის სურვილს, რომ ვახტანგ გომელაური მოვიდეს პარლამენტში, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვნახეთ ვახტანგ გომელაური, რომელიც მოვიდა თავისი სურვილით პარლამენტში და გასცა შესაბამის კითხვებს პასუხი. ჩვენი ოპონენტების სურვილი გასაგებია, მაგრამ გვგონია, რომ სწორად ვმოქმედებთ. ამ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა და დაგროვდება კითხვები ვახტანგ გომელაურთან, ჩვენ პირველები ვიქნებით, რომლებიც სუს-ის ხელმძღვანელს ვთხოვთ პარლამენტში მოსვლას. .ამ ეტაპზე,ვფიქრობ, ეს არ არის მართებული და აუცილებელი“, -თქვა კილაძემ ჟურნალისტებთან.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


