პოლიტიკა
თუ საუბარია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია სავსეა - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ნათქვამზე
„თუ საუბარია „ნაცონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ „პორტირებულ“ „ნაციონალებს“ ეხებოდა.
„არ ვიცი, გიორგი მარგველაშვილი „პორტირებულებში“ რას გულისხმობს. თუ საუბარია, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე, ასეთი ადამიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია სავსეა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მას უფლებამოსილების ვადა ეწურება და ბოლო დღეებში ცდილობს, რაღაცნაირად თავისი შეხედულებით კუდი მოიქნიოს. ეს ღირსეული საქციელი არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.
სტუდენტებთან შეხვედრაზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წელს „ქართული ოცნება“ დატოვა ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელსაც წარსულში ხელისუფლებებთან ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება ჰქონდათ, პოლიტიკური რეალობა შეიცვალა და ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება.
„ცოტა იუმორიც რომ შევიტანოთ, ასე ირჩევა ხოლმე ქართული პოლიტიკური რეალობა – არსებობენ პორტირებული „ნაციონალები“, ვინც არიან „ქართულ ოცნებაში“; ექსპორტირებული “ნაციონალები“, რომლებიც არიან „ევროპულ საქართველოში“ და ჭეშმარიტი „ნაციონალები“, ვინც არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, ჭეშმარიტებმა რა დააშავეს და ამას უყურებ, როგორც პოლიტიკური დებატებს. როდემდე უნდა ვუყუროთ ერთსა და იმავე ამბავს, როდესაც ადეიშვილის ან მერაბიშვილის რომელიღაც ჩინოვნიკი ყვება, რა საშინელება იყო ის პროცესი. აქ მე ვერ ვხედავ რეალურ დაპირისპირებას “, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


