სამართალი
თუ სასამართლომ მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი არ შეუცვალა, ეს სასიკვდილო განაჩენი იქნება - მარინა ცუცქირიძე
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის საქმეზე ბრალდებულის, მაია რჩეუშვილის ადვოკატი ჩაფიძის კლინიკიდან რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტციას გამოითხოვს.
როგორც მარინა ცუცქირიძემ მედიას განუცხადა, იგი სასამართლოს შუამდგoმლობით მიმართავს, რათა რჩეულiშვილს პატიმრობის აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალოს.
ადვოკატის თქმით, თუ სასამართლო შუამდგომლობა არ დააკმაყოფილებენ, ეს მაია რჩეულშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„გამოვითხოვთ ამომწურავ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ დღემდე რა მკურნალობა ჩაუტარდა, რა დიაგნოზები დაუსვეს. ამ კვირაში ჩვენ ვაყენებთ შუამდგომლობას სასამართლოს წინაშე, რომ მას აღკეთის ღონისძიება შეეცვალოს უფრო მსუბუქით- გირაოთი. თუ სასამართლო და სახელმწიფო ბრალდება არის კეთილგონიერი და მაია რჩეულიშვილი მართლა არ არის მძევალი და რაღაცა სხვა ინტერესები არ იქნება აქ, ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა დააკმაყოფილონ შუამდგომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


