პოლიტიკა
თუ საქართველომ მაინც ეს მიმართულება აირჩია, მე აქ უბრალოდ არაფერი არ მესაქმება - უმსხვილესი ინვესტორი ოლეგ ოსინოვსკი ფულის გამოძალვაზე
ესტონელი ბიზნესმენისა და საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის, ოლეგ ოსინოვსკის მტკიცებით, ხელისუფლების წარმომადგენლები მისგან პირდაპირ და დაუფარავად ითხოვენ ფულს. ამის შესახებ ბიზნესნმა ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „ბიზნესკოდში“ ისაუბრა.
„პირდაპირი შეთავაზება იყო, რომ აი, ასე უნდა გააკეთო და მაშინ მოხდება ასე. დეტალებს არ ვიტყვი, არასწორი იქნება, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ყველაფერი არცთუ კარგად გამოიყურებოდა. თავად ის ფაქტი, რომ გაბედეს ჩემთან ამ საკითხზე სასაუბროდ მოსვლა, ჩვენთვის უკვე კორუფციის ინდიკატორია. არ ვიცი, ადგილობრივი ბიზნესისთვის ეს რამდენად მისაღებია, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია.
აქამდე არასდროს საქართველოში ჩემთვის ქრთამი არავის არ მოუთხოვია, დღეს კი უკვე წამოვიდა შეთავაზებები, თუმცა ჩვენ ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს ამ საკითხისადმი. დაუშვებელია, საქართველო ამ გზას დაადგეს, მაგრამ თუ მაინც ეს მიმართულება აირჩიეს, მე აქ უბრალოდ არაფერი არ მესაქმება“,- განაცხადა ბიზნესმენმა.
შეკითხვაზე, ქრთამზე უარის შემდეგ, შეიცვალა თუ არა მისდამი მთავრობის დამოკიდებულება და იყო თუ არა ინდიკატორი, რომ გარდაბანში გოლფ-კლუბის გახსნას ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ოსინოვსკიმ უპასუხა, რომ თბილისის მთავრობიდან გაუგებარი სიგნალები მოდის.
„სიმართლე გითხრათ, სიგნალები, რომლებიც თბილისის მთავრობიდან და მერიიდან მოდის, მთლიანობაში საკმაოდ გაუგებარია, მაგრამ მინდა იმას მივაწერო, რომ მთავრობა ჯერ ისევ ახალია და ვერ ამუშავდა“, -განაცხადა ბიზნესმენმა.
ბიზნესმენს ფულის გამოძალვის დეტალებზე არ უსაუბრია. „ბიზნესკოდის“ ვარაუდით, საქმე თბილისის მერიას უკავშირდება. ოსინოვსკის თქმით, მთავარი პრობლემა, რომლებსაც ისინი ამჟამად აწყდებიან, თბილისის მერიის გადასაწყვეტია.
„დაახლოებით ამ ადგილას გადის საზღვარი თბილისსა და გარდაბანს შორის, რაც პრობლემებს გვიქმნის სამშენებლო ნებართვების აღებაში. ვთხოვთ მთავრობას, ერთი რაიონის ფარგლებში მოგვაქციოს, ვუხსნით, თითქოს პრობლემას ვერ ხედავენ, გვეთანხმებიან, მაგრამ გადაწყვეტილება არაა. გარდაბნის მერიაში მიდიხარ და მხრებს იჩეჩავენ, არ არიან დარწმუნებული, რომ ესა და ეს საკითხი მათ ეხებათ და უბრალოდ ვერაფერს ვერ აკეთებ, ხელები შებორკილი გვაქვს“, -თქვა ბიზნესმენმა.
შეკითხვაზე, ფულის გამოძალვის შესახებ თუ აცნობა მან პრემიერ-მინისტრს, ოსინოვსკიმ უპასუხა, რომ ადრე მთავრობასთან თანამშრომლობის მხრივ უკეთესი სიტუაცია იყო.
„მიზეზი, რის გამოც ამ ქვეყანაში ინვესტირება გადავწყვიტე წლების წინ, სწორედ მთავრობის კეთილგანწყობა იყო. იყო პროგრამა „Invest in Georgia“ და იყვნენ ადამიანები, ვისაც ნებისმიერ პრობლემაზე დაუკავშირდებოდი და დაგეხმარებოდნენ, დღეს უბრალოდ ვერავის ვეღარაფერს ვერ ეტყვი, ვერავის ვერ შესჩივლებ. ახლა, მაგალითად, ჩემთან სტუმრად არიან მსოფლიო მასშტაბით ძალიან მსხვილი ინვესტორები, მილიარდერები და ხელისუფლებიდან არავინ არაფერი არ იცის. ვერც ვერავის ვერ ეტყვი. ეს რომ რამდენიმე წლის წინ ყოფილიყო, მათთან ერთად მაგიდასთან აუცილებლად იჯდებოდა ხელისუფლების წარმომადგენელი და საინვესტიციო შესაძლებლობებზე ესაუბრებოდა“, - განაცხადა ოსინოვსკიმ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


