პოლიტიკა
თუ საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას და შეიტანს წვლილს ნატოს მიერ მართულ ოპერაციებში, კავშირის ლიდერები მას საბოლოოდ მიანიჭებენ მაპს - რასა იუკნევიციენე
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, რასა იუკნევიციენეს განცხადებით, დღეს ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ნატო-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობებს უჭერს მხარს.
იუკნევიციენე იმედს გამოთქვამს, რომ თუ საქართველო გააგრძელებს რეფორმებსა და მონაწილეობის მიღებას ნატოს მისიებში, მას მიანიჭებენ მაპს.
„დეკლარაცია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, არის გამოხატულება დიდი ხნით ადრე დაწყებული სოლიდარობისა, რომელსაც ჩვენ ვუცხადებთ საქართველოს. დეკლარაცია ხაზს უსვამს მნიშვნელობას იმ თანამშრომლობის ინსტრუმენტებისა, რომელიც არსებობს საქართველოსა და ნატოს შორის. აქ შედის ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ფაქტობრივად, ეს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს აძლევს საქართველოს, რომ მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის. ვარშავის სამიტზე ლიდერებმა აშკარად ჩამოაყალიბეს, რომ საქართველოს დასჭირდება წევრობის სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ შემდეგ გახდეს ალიანსის წევრი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საქართველოს უკვე დიდი ხნის წინ უნდა მიეღო მაპი და მე სხვათა შორის, ვეთანხმები ამას. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საჭიროა, აქცენტი გაკეთდეს უფრო პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ამ ეტაპზე და თავი უნდა ავარიდოთ ე.წ. ტოქსიკურ ტერმინებს, როგორიცაა მაპი. ნებისმიერ შემთხვევაში, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას და შეიტანს წვლილს ნატოს მიერ მართულ ოპერაციებში, კავშირის ლიდერები საბოლოოდ მიანიჭებენ მაპს საქართველოს და რეალიზება მოხდება იმ ხედვისა, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩამოყალიბდა“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასაბლეის ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, 26 მაისიდან თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იმართება, რომელიც დღეს დასრულდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


