სამართალი
თუ „საია“ თვეების განმავლობაში ისაუბრებს მხოლოდ პოზიტიურ თემებზე, საზოგადოებას სასამართლოს მიმართ სხვა განწყობა გაუჩდება- ლევან მურუსიძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით,თუ მედიაში მუდმივად იქნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში განცდა გაჩნდება, რომ რაღაცა არასწორად კეთდება.
ამასთან, მურუსიძემ აღნიშნა, რომ თუ, მაგალითად, „საია“ თვეების განმავლობაში ისაუბრებს მხოლოდ დადებით საკითხებზე, საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება გაუჩნდება სასამართლოს მიმართ.
„გააჩნია გადაყწვეტილებას როგორ მივაწვდით საზოგადოებას. შეიძლება გადაწყვეტილება იყოს აბსოლუტურად კანონიერი, მაგრამ თუ მუდმივად იქნება ამ გადაწყვეტილების დისკრედიტაცია, საზოგადოებას გაუჩნდება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლემ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება.
ბუნებრივია, რომ სასამართლოს თავისი გადაცდომები აქვს, მაგრამ მოდით, დავეხმაროთ და დავუდგეთ სასამართლო სისტემას გვერდში. თუ მოსამართლე იღებს რამე გადაწყვეტილებას - რაღაც ფორმაზე უნდა შევთანხმდეთ. თუ მუდმივად ტელევიზიაში მიმდინარეობს იმაზე მსჯელობა, რომ ეს არის ცუდი, ეს არის ცუდი მთელი თვეების განმავლობაში - საზოგადოებას შეექმნება შთაბეჭდილება, რომ მართლა რაღაც ცუდი ხდება. თუ ვთქვათ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც არის „საია“ რამდენიმე თვის განმავლობაში ილაპარაკებს მხოლოდ პოზიტიურ თემებზე რაც მიმდინარეობს სასამართლოში-მერწმუნეთ, საზოგადოებას განსხვავებული განცდა ექნება სასამართლოს მიმართ“,-აღნიშნა მურუსიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


