პოლიტიკა
თუ სადისტრიბუციო კომპანიებს ხალხი ჰყავს დასამატებელი, კეთილი ინებონ და დაამატონ, აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე - კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების ღამის საათებში მოძრაობის რეგულაცია ქალაქის საცობისგან განტვირთის ერთ-ერთი კომპონენტია.
კითხვაზე, დააზარალებს თუ არა ეს შეზღუდვა ბიზნესს, კალაძემ უპასუხა, რომ რეგულაციის განხორციელოება საჭიროა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
„ჩვენ ყველა ვსაუბრობთ პრობლემებზე. რომ არის საცობები, არის ეკოლოგიური პრობლემა და შეუძლებელია ქალაქში გადაადგილება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს პრობლემები მოსაგვარებელია.
როცა ვიწყებთ პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული პროექტის განხორციელებას, ჩნდება კიდევ სხვა პრობლემა. მაგალითად, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება, ვთვლი, რომ პრობლემაა დღის განმავლობაში, ქმნიან შეფერხებებს და ა.შ. როცა კონკრეტულ ბიზნესს, კონკრეტულ ადამიანს ეხება საქმე, მაშინვე იწყება საუბარი, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება. ასე ჩვენ ვერ განვვითარდებით, წინ ვერ წავალთ. ვიცით, რომ არსებობს პრობლემა და ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება რეგულაციების განხორციელება, რომელიც ჩვენ მიერ არის წარმოდგენილი.
ანალოგიური გავაკეთეთ ე.წ. ყვითელ სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებაში. კონკრეტული ქუჩებია მითითებული, სადაც ისინი ვალდებულები არიან, მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერონ. ანალოგიური მიდგომა გვქონდა „თბილსერვის ჯგუფთან“ ნარჩენების გატანის თვალსაზრისით. მათ აქვთ ვალდებულება, ღამის საათებში გაიტანონ ნარჩენები. იგივეა სადისტრიბუციო მანქანებთან დაკავშირებით. არა მგონია, ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს.
ხალხია დასამატებელი? კეთილი ინებობ, დაამატონ, აქ საუბარია ქალაქის კეთილდღეობაზე, ადამიანების კომფორტზე. საცობები და შეფერხებები რომ ავიცილოთ, ეს რეგულაცია ერთ-ერთი კომპონენტია“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერია სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილების განრიგში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის თანახმად, სადისტრიბუციო ავტომობილები დედაქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრავებენ.
„სადისტრიბუციო მანქანებისთვის მითითებული იქნება გარკვეული დრო, სავარაუდოდ, 20.00 საათიდან დილის შვიდ საათამდე”,-განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


