პოლიტიკა
თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდება რევოლუციით - ნინო ბურჯანაძე
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გამოსავალი არის საარჩევნო სისტემის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბურჯანაძე ვითარების გაგრძელების გზას ქუჩაში ხედავს.
„თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდება რევოლუციით. საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც ორი კანდიდატი იბრძოდა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში ძალიან ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას და ბიძინა ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ისეთ გაყალბებას, როგორიც უკვე გვქონდა. თუ ოლიგარქი ისევ შეეცდება გაყალბებას, პროცესები გადავა ქუჩაში. მაშინ კი ნამდვილად შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღმოჩნდეს, ასეთია რევოლუციის ბუნება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, ბევრი დაპირებებიდან ერთ-ერთი მაინც შეასრულოს.
„მე ვურჩევ ივანიშვილს, გამოიყენოს ერთადერთი შანსი, შეცვალოს საარჩევნო სისტემა, მითუმეტეს, როდესაც ამის დაპირებას ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ მაშინ იძლეოდა, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა. მან არ შეასრულა არცერთი დაპირება, არც 100 საწარმო, არც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არც რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და აფხაზეთის და ოსეთის პრობლემის გადაჭრა - არცერთი ეს დაპირება მას არ შეუსრულებია. იქნებ ეს ერთი დაპირება მაინც შეასრულოს, რაც საარჩევნო გარემოს ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ წაილეკება და რევოლუცია იქნება გარდაუალი“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


