პოლიტიკა
თუ რუსეთის ვიზების ცენტრის გახსნა დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით - მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა მიესალმება თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას იმ შემთხვევაში, თუკი ეს საქართველოს მოქალაქეებს კომფორტს შეუქმნის.
„ბუნებრივია, ეს უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც დღეს არის საქართველოში და ასეც გახლავთ. დარწმუნებული ვარ, დეტალურ კომენტარს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გააკეთებს.
თუ ეს დამატებით კომფორტს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, – განაცხადა ბახტაძემ.
დღეს თბილისში რუსული ვიზების ცენტრი იხსნება, რომელიც ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში განთავსდება. მისი მიზანი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების გაფორმების პროცედურის დაჩქარებაა.
ცენტრი მოქალაქეებისგან ვიზის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტებს მიიღებს, შეაგროვებს და სექციაში ჩააბარებს, სადაც უკვე მიიღებენ ვიზის გაცემის გადაწყვეტილებას. ცენტრის გახსნით საქართველოს მოქალაქეები ვიზის მიღებას შუამავლების გარეშე შეძლებენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


