პოლიტიკა
თუ რუსეთი ამ ბარიერს მოხსნის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას წინ არაფერი უდგას - ზაქარია ქუცნაშვილი
დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია იმ ბარიერის დაძლევამდე, რა ბარიერიც შეიქმნა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას.
,,თუ რუსეთი ამ ბარიერს მოხსნის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას წინ არაფერი უდგას. რაც შეეხება იმას, გვჭირდება თუ არა კონსულტაციები ოკუპანტ ქვეყანასთან, ჩვენ ეს გვჭირდება. მე ძალიან მომეწონა პრემიერის პოზიცია. ჩვენ გვჭირდება ეს ურთიერთობა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი ჰარმონიულად, ნაკლები წინააღმდეგობის ფონზე განვითარდეს", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ის ასევე, გამოეხმაურა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ლეინოდ კალაშნიკოვის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა რუსეთ-საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განახლების საკითხის ინიცირებაზე.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ევროპული გზა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მას ვერაფერი შეცვლის.
,,ვერც კალაშნიკოვი და ვერც სხვა საქართველოს ისტორიულ არჩევანს ვერ შეცვლის’’, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


