პოლიტიკა
თუ რეზოლუციას კონკრეტული ნაბიჯები არ მოჰყვება, ეს იქნება უბრალოდ „ორთქლის გამოშვება“ - გიორგი კანდელაკი
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული რეზოლუცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას არ ითვალისწინებს, რის გამოც დამნაშავეები დაუსჯელები დარჩებიან.
„21 თებერვალს, ჩვენ გამოვედით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენის ინიციატივით. ამ ინიციატივის მთავარი არსი არის, რომ იმ პირების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან ჩართული ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, გატარდეს კონკრეტული სანქციები, იქნება ეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, საბანკო ტრანზაციების განხორციელების შეზღუდვა თუ მრავალი სხვა, რაც მათ ცხოვრებას გაართულებს. კონკრეტული ნაბიჯების გადაუდგმელობის შემთხვევაში, ეს იქნება უბრალოდ „ორთქლის გამოშვება“. გამოვა, რომ რუსეთს ეს ყველაფერი შერჩება და მომავალში არანაირი შემაფერხებელი, რომ რუსეთმა აღარ გადადგას მსგავსი ნაბიჯები, აღარ ექნება“, - შეაფასა კანდელაკმა უმრავლესობის რეზოლუცია.
ცნობისთვის, უმრავლესობა ითხოვს საერთაშორისო გამოძიების დაწყებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლების დაშვებას. უმცირესობამ ასევე მოამზადა რეზოლუცია, რომლის მიხედვით ითხოვს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შედგენასა და ოკუპანტებისთვის სანქციების დაწესებას.
საოკუპაციო ძალებმა არჩილ ტატუნაშვილი ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს, ახალგორში დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტატუნაშვილის დაღუპვის შესახებ. ქართული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, დაღუპულის ცხედრის გადაცემა თბილისისთვის ამ დრომდე არ მომხდარა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


