სამართალი
თუ რესტრუქტურიზაცია განხორციელდება კანონის დაცვით, „ომეგა ჯგუფი“ დავალიანებას „კაპიკ-კაპიკ“ გადაიხდის - ნატო ჩხეიძე
თუ რესტრუქტურიზაცია განხორციელდება კანონის დაცვით, „ომეგა ჯგუფი“ დავალიანებას „კაპიკ-კაპიკ“ გადაიხდის, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, - განუცხადა ჟურნალისტებს ტელეკომპანია ,,იბერიას“ დამფუძნებელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ გუშინ, საქალაქო სასამართლოში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
„ომეგა ჯგუფს“ უკვე მოთხოვნილი აქვს რესტრუქტურიზაცია. თუ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა კანონის დაცვით და ამუშავდება ფაბრიკა, „ომეგა ჯგუფი“ რა თქმა უნდა, მზად არის გადაიხადოს დავალიანება „კაპიკ-კაპიკ“, როგორც ეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომელმაც ახლა უკვე შემოსავლების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეითავსა“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


