პოლიტიკა
თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნა, რა თქმა უნდა, რევოლუცია იქნება - გუბაზ სანიკიძე
თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნა, რა თქმა უნდა, რევოლუცია იქნება. აბა, როგორ იქნება? – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს, სამართალი არ არის, რა თქმა უნდა. სადაა, როგორ არის? მე არანაირი რევოლუცია არ მინდა და ჩემს სამშობლოში, ოჯახთან ერთად, მშვიდი ცხოვრება მინდა, რისი უფლებაც ყველას გვაქვს, მაგრამ თუ ქვეყანაში სამართალი არ იქნა, რა თქმა უნდა, რევოლუცია იქნება“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 16 დეკემბერს დაგეგმილ ან სხვა საპროტესტო აქციებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, სანიკიძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.
წამყვანის კითხვაზე, რას გულისხმობს სანიკიძე, როცა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უნდა მისცენ და ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, სანიკიძემ უპასუხა, რომ ეს არჩევანი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გააკეთოს.
„უპირველეს ყოვლისა, რატომაც მიმაჩნია, რომ სააკაშვილი ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, ისაა, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ეს იწილო-ბიწილო უნდა დამთავრდეს, რათა ყოველი არჩევნების წინ არ იყოს საფრთხე, რომ სააკაშვილი დაბრუნდება და ყველას თავებს დაგვაჭრის. თუ დასაჭერია, დაბრუნდეს, დაიჭირონ და გაასამართლონ, თუ არადა, ის, რა თქმა უნდა, თავის პოლიტიკურ ორგანიზაციას ჩაუდგება სათავეში“, – განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძის თქმით, ღმერთმა არ ქნას, მოვლენები ასე განვითარდეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რომ საქართველოში ჩამოვიდეს, დარწმუნებულია, ეს ხელისუფლება, თავისი ბელადის მეთაურობით, ქვეყნიდან გაიქცევა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ის და ნინო ბურჯანაძის პარტია საარჩევნო სისტემის შეცვლას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ითხოვს, სანიკიძემ უპასუხა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ 2016 წლიდან ითხოვდა საარცევნო სისტემის შეცვლას, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ აზრამდე ახლა მოვიდა.
„იმიტომ, რომ ჩვენ ამას არჩევნებამდეც მოვითხოვდით და ძალიან დიდი ხანიც. ქრონოლოგიასა და თანმიმდევრობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. „დემოკრატიული მოძრაობა“ ამას ძალიან დიდი ხანია ითხოვს, 2016 წლიდან – დაფიქსირებულად და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ჭკუაზე ახლა მოვიდა. ამიტომ, სწორი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება ამას და არა ჩვენ – „ნაციონალური მოძრაობას“. ჩემი მიშა სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიწებება არ გამოვა. ეს „ოცნებას“ არ გამოუვა. ძალიან ბევრი ცდილობს, მაგრამ ეს არავის არ გამოუვა“, – განაცხადა სანიკიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


