პოლიტიკა
თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ათიათასობით ოჯახი შიმშილისთვის გაწიროს, საწვავზე აქციზი უნდა შეამციროს - ზურაბ ჭიაბერაშვილი
ფასების ზრდა ისევ მაღალია და ისევ მძიმედ აწვება უამრავი ოჯახის ჯიბეს. - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, 2018 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, ფასების ზრდამ 4.3% შეადგინა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, საწვავზე აქციზის შემცირება ის აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ უნდა გადადგას, რათა ფასების ასეთი მაღალი ზრდა შეაჩეროს.
“საწვავზე ისეა ფასები გაზრდილი, უამრავი ადამიანი სოფლად მიწის მოხვნასაც კი ვერ შეძლებს, რომ საკუთარი თავის სარჩენი საკვები მოიყვანოს, არათუ ბაზარზე გასატანი პროდუქტი. თუ “ქართულ ოცნებას” არ უნდა, ათიათასობით ოჯახი შიმშილისთვის გაწიროს, საწვავზე აქციზი უნდა შეამციროს,” - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, 2017 წელს “ქართულმა ოცნებამ”, ერთი ხელით, მოგების გადასახადის რეფორმით 300 მლნ დაუტოვა ბიზნესს, მეორე ხელით კი, აქციზის მომატებით ხალხს 450 მლნ ამოუღო ჯიბიდან.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, დიდია ფასების წლიური ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 6.6%, რაც მისი აზრით, “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა საკვებ პროდუქტებსაც.
დეპუტატის თქმით, გაზისა და დენის ტარიფების ზრდა ასევე მძიმე ტვირთია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, მოსახლეობას მეტი საფასურის გადახდა უწევს არა მხოლოდ ბუნებრივ აირსა და დენში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზისა და დენის ტარიფის ზრდა ასევე დამატებითი ბიძგია ინფლაციისთვის.
“გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, აქციზის შემცირება ის მინიმუმია, რაც მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


