სამართალი
თუ პროკურატურა არ წარუდგენს ბრალს ვინმეს 2019 წლის 14 თებერვლამდე, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელების ბერკეტებს დავკარგავთ - დავით დვალი
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართეს, რომელშიც ისაუბრეს არხის წართმევასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.
დავით დვალის მტკიცებით, საქმეზე მოპოვებული მასალები, დადგენილი გარემოებები და დეტალები საკმარისია იმისათვის, რომ ვინმეს ბრალი წაუყენოს პროკურატურამ.
დვალის თქმით, გამოძიება შეჩერდა მას შემდეგ, რაც მას და აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. პასუხის გასაგებად რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა დამფუძნებლებმა მთავარ პროკურატურასაც მიმართეს, თუმცა არავინ არ გამოეხმაურა. აქიმიძესა და დვალს დაზარალებულად ცნეს ზუსტად სამი წლის წინ.
დვალის თქმით, თუ მანამდე არავის არ წაუყენებენ ბრალს, რუსთავი 2-ის დამფუძნებლები საქართველოში რაიმე სახის დავის გაგრძელების მხრივ სამართლებრივ ბერკეტებს დაკარგავენ.
„მთელი გამოძიება ჩერდება იმაზე, რომ ჩვენ მოგვენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამის შემდეგ არანაირი აქტივობა გამოძიების მასალებში არ ჩანს. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურას წერილობით, მათ შორის მთავარ პროკურორს, თუ რატომ აღარ ხორციელდება არავითარი აქტიურობა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჩვენთვის ეს პასიურობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან გაისად, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა არ წარუდგენს ბრალს ვინმეს, ვისთან მიმართებაშიც გამოიკვეთა, რომ ის არის დანაშაულის ჩამდენი, ჩვენს საქმეს გასდის ხანდაზმულობის ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ ყოველგვარ სამართლებრივ ბერკეტს შემდგომი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებისთვის შიდა ინსტანციებში. გამოძიებისას შეგროვებული მასალებით პრაქტიკულად ნათლად ჩანს, თუ ვინ, რატომ, როდის, სად დაგეგმა, როგორ დაიგეგმა საერთოდ ეს სპეცოპერაცია სახელად "რუსთავი 2"-ის წართმევა“ და ა.შ. ეს მასალები, ჩემი აზრით, სრულად საკმარისია იმისთვის, რომ პროკურატურამ ვინმეს ბრალი წაუყენოს", - განაცხადა დვალმა.
აქიმიძისა და დვალის ინფორმაციით, საქმეს ხანდაზმულობის ვადა 2019 წლის 14 თებერვალს გასდის.
აქიმიძემ და დვალმა მიმართეს პროკურატურას, აღნიშნულ საქმეზე შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს, რათა მათ შეძლონ "რუსთავი 2"-ის წართმევის საქმეზე, ქართულ სასამართლოებში დავის დაწყება შეძლონ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


