პოლიტიკა
თუ პრეზიდენტი განაგრძობს საქართველოს პარლამენტზე შეტევას, ყოველგვარ კომპრომისს აზრი ეკარგება - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები 2018 წელს აღარ ჩატარდეს. მისი თქმით, მიზეზია პრეზიდენტის ქმედებები, რომელიც მიმართულია პარლამენტის წინააღმდეგ.
„არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, პარტიებს ხვდება ადმინისტრაციის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, ასევე ხვდება ე.წ. ექსპერტებს და თანხმდება, თუ როგორ უნდა მიიტანოს შეტევა საქართველოს პარლამენტზე. თუ ეს პროცესები გაგრძელდება, ყოველგვარი აზრი დაეკარგება კომპრომისს და გადავალთ იმ სისტემაზე, რომელიც ყოველგვარი სისტემური თვალსაზრისით არის სწორი. მითუმეტეს, კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით ”, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე იმედოვნებს, რომ „კომპრომისს აზრი არ დაეკარგება“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


