პოლიტიკა
თუ პოროშენკოსთან მთავრობა დასვამს საკითხს სააკაშვილის ექსტრადირებაზე, ეს დამატებითი დიდი სირცხვილი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს მთავრობის განსახილველი თემა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირება არ იქნება.
ბოკერია ასევე მოუწოდებს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ თემაზე არ ისაუბროს.
„ამ თემით, ამ სპეკულაციებით და საერთოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მათ შორის სააკაშვილის, ივანიშვილის მთავრობამ ჩვენს ქვეყანას მიაყენა სერიოზული დარტყმა და თუ ასეთი სამარცხვინო რამ მოხდა, რომ ვინმემ ჩვენი მთავრობიდან ეს საკითხი დასვა, ეს დამატებითი დიდი სირცხვილი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მე გამოვრიცხავ ამის [ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის საკითხის დაყენების] შესაძლებლობას, სააკაშვილსაც მოვუწოდებ, რომ ამ თემაზე, თუნდაც მთავრობის ლეგიტიმური კრიტიკით, ნუ ისაუბრებს, იმიტომ რომ ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის, რომ ეს საკითხი საერთოდ დგას“, - აცხადებს ბოკერია.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეწვევა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


