პოლიტიკა
თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტული იქნება - ენმ-ის აქცია თბილისის მერიასთან
თბილისის მერიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, თაბორის მთაზე არსებული მიწის ნაკვეთი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გადაეცემა.
ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ისინი აღნიშნული ტერიტორიის გადაცემის უფლებას არ მისცემენ. უდუმაშვილმა არ გამორიცხა, რომ აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღონ.
„ჩვენ არ დაველოდებით არჩევნებს და არ მივცემთ მერიას უფლებას, რომ საბოლოოდ დაუდასტუროს საკრებულოს ტერიტორიის გადაცემა ივანიშვილისთვის. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვლება, თუმცა ტერიტორიის გადაცემის საშუალებას არც არჩევნებამდე მივცემთ. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, რა თქმა უნდა, ეს აქცია ერთჯერადი იქნება, მაგრამ თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციები პერმანენტული იქნება“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
მერიასთან მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც შესასვლელთან კორდონი გააკეთა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეეცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


