უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 სექტემბერი, 2017 17:15
font-size

თუ მოსამართლე არ მიიღებს მამა გიორგის მიმართ გამამართლებელ განაჩენს, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სირცხვილი - მიხეილ რამიშვილი

ე.წ ციანიდის საქმის ადვოკატებმა სასამართლოში დასკნითი სიტყვა წარმოთქვეს.

როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულის ,მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, ყველა ადვოკატმა საკუთარ სიტყვაში მოახსენა მოსამართლეს, თუ რამდენად არაბუნებრივ საქმესთან აქვს შეხება.

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულს ციანიდი „ჩაუდეს“.

„ნიუანსები იყო, კონკრეტულად იდო ყველაფერი, დასკვნითი თვალსაზრისით შეფასებული იყო ყველა ის ჩვენებები, მტკიცებულებები, რომლებიც არანაირად არ ასაბუთებდა დაკავებულის ბრალს.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, აღნიშნული ციანიდი მამა გიორგის „ჩაუდეს“. ეს აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ბარგის შესამოწმებლად დასჭირდათ 9 საათი, მიიღეს შესაბამისი მითითებები, თუ რა და როგორ უნდა ემოქმედათ, ამის შემდეგ აღმოაჩინეს.

აქედან გამომდინარე ჩვენ სრულყოფილად ვისაუბრეთ იმ დასკვნაზე, რომ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე იქნება მართლა დამოუკიდებელი, მართლა სამართლიანი, მართლა ობიექტური და მიიღებს მამა გიორგის მიმართ გამამართლებელ განაჩენს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი მართლმსაჯულების კატასტროფა“,- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი