სამართალი
თუ მომდევნო პროცესზე ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდების მხარე სახაზინო ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს - დავით გუმბერიძე
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდების მხარე სახაზინო ადვოკატის დანიშვნას მოითხოვს.
ამის შესახებ გუმბერიძემ მედიას „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვის გადადების შემდეგ განუცხადა.
დღეს, საქალაქო სასამართლოში „ბათუმის მაგნოლიის“ ეპიზოდის განხილვა ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
თუმცა, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.
"ვითხოვდით საგამოძიები მოქმედებებს, რითაც დადასტურდება, რომ „ბათუმის მაგნოლია" დასრულებული არ არის და არც ექსპლუატაციაშია შესული. დღევანდელი პროცესი გადაიდო, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე ვერ მიიღო, რომ დაცვის მხარის ადვოკატი არ გამოცხადდა. ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო, არ მოხდა ასევე მტკიცებულებების გამოკვლევა. გვაქვს ეჭვი, რომ დაცვის მხარე ცდილობს პროცესების გაჭიანურებას. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზები და ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებით მათ მიერ შემოთავაზებულ რაიმე შუამდგომლობას, რაც პროცესების გადადებას გულისხმობს", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 13 აპრილს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


