პოლიტიკა
თუ მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში დაიდებს ბინას, მაშინ ამ ქვეყანასთან დაგვჭირდება მოლაპარაკებები მისი გადმოცემის შესახებ - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში გააგრძელებს ცხოვრებას, მაშინ საქართველო ამერიკასთან დაიწყებს მოლაპარაკებებს მისი ექსტრადირების შესახებ.
„თუკი უკრაინაში გაჩნდა პოლიტიკური ნება საქართველოსთან ამ საქმეზე თანამშრომლობის, მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება მოცემული ბრალდებულის გადმოცემის შესახებ. რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ ყოფილი პრეზიდენტი იქ დაიდებს ბინას, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება უკვე ამ ქვეყნებთან სამართლებრივი კონსულტაციები, მათ შორის მოლაპარაკებები და შეთანხმება გადმოცემის შესახებ“, - განუცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა, ამის მიზეზი გახდა უკრაინის მოქალაქეობაზე შესაბამისი დოკუმენტების შევსების დროს მიწოდებული არასწორი ინფორმაცია. ამჟამად სააკაშვილი აშშ-ში იმყოფება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


