პოლიტიკა
თუ მედიაომბუდსმენის ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ - ირმა ინაშვილი
თუ მედიაომბუდსმენის ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ. ჟურნალისტებს.
როგორც ინაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან გაიხსენა მიხეილ სააკაშვილის პერიოდი, როდესაც მისი თქმით, მასობრივად იყო დატერორებული თითქმის ყველა მედიასაშუალება.
„მე ის ფაქტები გავიხსენე და ვთქვი, რომ არც შეედრება ის წლები დღევანდელ ვითარებას, როდესაც მედია მეტ-ნაკლებად თავისუფალია, როცა ჟურნალისტების საქმიანობაში მე ვერ ვხედავ პირდაპირი ჩარევის ფაქტებს და თუ იქნება ასეთი ფაქტები, მე ვარ თქვენი ნაწილი, თავისუფლად შეგიძლიათ მომმართოთ და ერთად ვისაუბროთ ამაზე. მე ხაზგასმით ვთქვი, რომ დღეს მედია ბევრად თავისუფალია, ვიდრე ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ეპოქაში. ასევე ვისაუბრეთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტზე. ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ ასეთი ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას უნდა ირჩევდნენ ჟურნალისტები. მას არ უნდა ნიშნავდეს ხელისუფლება, მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ - სააგენტოები, გაზეთები, ტელევიზიები მათ კანდიდატურებს თვითონ უნდა ასახელებდნენ. უნდა იმართებოდეს ყრილობები და საბოლოო ჯამში, რამდენიმე კანდიდატურიდან თქვენთვის საიმედო კოლეგა უნდა ხდებოდეს მედიაომბუდსმენი“, - განუცხადა ინაშვილმა ჟურნალისტებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


